ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კობერიძე გამოეხმაურა ჯო ბაიდენის ცენტრის მმართველი დირექტორის, მაიკლ კარპენტერის განცხადებას, რომლის თანახმადაც საქართველოს ხელისუფლებამ 4 კონგრესმენის წერილი სერიოზულად უნდა მიიღოს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ხელისუფლება მალე თვალებჩაპაჭუნებული დარჩება საქართველოს მოსახლეობის მხრიდან.
“გახარია ძალიან სერიოზულ კითხვებს პასუხობს რაღაც ირონიით, “სიხარული გინდა თუ წერილი” და თვალების პაჭუნით. აპაჭუნოს ახლა თვალები და გვითხრას, სიხარული უნდა თუ წერილი ამ პასუხის მერე.
გამოდიან და პირდაპირ ვიტყვი, რომ რაღაც ღლიცინით პასუხობენ მსგავსი ტიპის პრობლემებს, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. ამას ხედავს საქართველოს მოსახლეობა, ეს ასე არ დამთავრდება, დარჩებიან თვალებჩაპაჭუნებული და დამშვიდობებულები საქართველოს მოსახლეობის მხრიდან ძალიან მალე,”_ განაცხადა კობერიძემ.