19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დედა ვარაუდობს, რომ მისი შვილი საავადმყოფოში აპარატიდან გამორთეს. მედიკო მარგოშვილი არ გამორიცხავს, რომ სიმართლის დასადგენად სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართოს.
„აპარატიდან გამორთეს, შვილი მომიკლეს. მიზანმიმართულად არ გადაიყვანეს, სპეციალურად აწყობდათ, ქვეყანა დაექცეს იმ სპეცრაზმელებს, ქვეყანა დაექცეს გომელაურს, გახარიას. არ უნდოდათ იმათ ჩემი შვილის სიცოცხლე. ამას სტრასბურგამდე მივიყვანთ. თუ ცოცხალი ვიქნები, ამ ქვეყანას ამას არ შევარჩენ, ვინც დამნაშავეები არიან,“ – განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა.
პანკისის ხეობაში თემირლან მაჩალიკაშვილის გადასვენებას ელოდებიან.
მაჩალიკაშვილს ხვალ დაკრძალავენ, რის შემდეგაც პანკისელი უხუცესების თქმით, განცხადებას გააკეთებენ.