დიღმის მასივში გაზის აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ამ დროის მონაცემებით დაშავებული 7 ადამიანი, რომელთაგან ერთიც ბავშვია.
აფეთქება დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში, ხუთსართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე მოხდა.
აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ითვალისწიმებს ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილის განცხადებით, მიმდინარეობს ყველა ადგილობრივის გამოკითხვა. ასევე დაიკითხებიან “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლებიც.
„მოხდა სავარაუდოდ გაზის აფეთქება. ადგილზე მობილიზებული იქნა საპატრულო პოლიცია, სასწრაფო დახმარება და სამაშველო სამსახური. ამ ეტაპისთვის ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით 7 პირი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. როგორც ჩვენთვის ცნობილია მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ადგილზე ევაკუირებული იქნა ყველა მოქალაქე. სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს. გამოძიება დაწყებულია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და იკითხება ყველა პირი, მათშორის ყაზტრანსგაზის თანამშრომლები,“-განაცხადა საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ.
აფეთქებასთნ დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს “ყაზტრანსგაზში”. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბინაში, სადაც აფეთება მოხდა, არავინ იმყოფებოდა:
“სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა დიღმის მასივში მე-4 კვარტლის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვების და მომხდარი აალების მიზეზი. შემთხვევას არ მოჰყოლია მსხვერპლი, ამ დროისთვის მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
ბინა სადაც აალება, მოხდა მეზობლების ინფორმაციით ქირავდებოდა და ამ დროისთვის დაკეტილი იყო. დამქირავებლებმა საცხოვბრებელი ფართი წინასწარი ინფორმაციით გუშინ დატოვეს. “ყატრანსგაზ თბილისი” კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ არ დატოვოთ გაზდანადგარები უყურადღებოდ, გაუფრთხილდით თქვენი და მეზობლების სიცოცხლეს.” _ აღნიშნულია განცხადებაში