ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 10 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ის თბილისში გადაჰყავთ.
დაშავებულია კიდევ 7 ადამიანი, თუმცა მკურნალობას დამწვრობის ცენტრში მხოლოდ სამი გადის.
ხანძარი ავტომშენის დასახლებაში აფეთქების შედეგად დილით გაჩნდა. შემთხვევის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე ბინა დაიწვა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
30-მდე მეხანძრე-მაშველმა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია პირველივე წუთებში განახორციელა. ყველა მათგანი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. ხანძრის ქრობისპროცესში, ცოცხალ ძალასთან ერთად, 10-მდე სახანძრო და სამაშველო ტექნიკა იყო ჩართული.