თელავში, ალაზნის გამზირზე მდებარე გაზ გასამართ სადგურზე აფეთქება მსხვერპლით დასრულდა.
როგორც “სპექტრი” იუწყება, შემთხვევის ადგილას ოპელის მარკის ავტომობილი დაიწვა და მძღოლი გარდაიცვალა.
აფეთქების ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.