25 წლის წლის ჟენევივ მორტონი მამაკაცების ჟურნალ “FHM”-ის სამხრეთ აფრიკულმა ვერსიამ წლის ყველაზე ლამაზ ქალბატონად დაასახელა. გამოცემა აფრიკის კონტინენტის ქვეყნებში ვრცელდება, შესაბამისად, მორტონი აფრიკის ყველაზე მიმზიდველ ქალბატონად სახელდება.
ჟენევივი არ ერიდება საშიშ ადგილებში ფოტოსესიას. ქერა ლამაზმანი გიჟდება სარისკო მოგზაურობებსა და გართობაზე. ყოველწლიურ გამოცემა “Sport Illustrated” -სთვის გოგონა ჩანჩქერ ვიქტორიას „სახიფათო წყლებში“ გადაღებასაც არ შეუშინდა.
სამხრეთ აფრიკელი ლამაზმანი ნიუ იორკულ სააგენტო “IMG” მოდელს-თან თანამშრომლობს. სამოდელო კარიერის გარდა, გოგონა სამსახიობო კარიერასა და მომღერლობაზეც ოცნებობს.
ცისფერთვალება მორტონი „ასპროცენტიან აფრიკელად“ მიიჩნევს თავს. მამამისი სამხრეთ აფრიკელია, დედა კი წარმოშობით ზამბიელია.