აფთიაქების და სასურსათო მაღაზიების პერსონალს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება, _ ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, პროცესის დაწყების ვადა ჯერ განსაზღვრული არ არის.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ალგორითმის დამატებით ჯგუფებზე მუშაობა. ჯერჯერობით, შეთანხმება არ არის მიღებული, თუმცა იმის მიხედვით, როგორც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი გახსნითი ღონისძიებების დაშვება და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ აფთიაქებსა და სასურსათო მაღაზიებში გაიზრდება ბენეფიციარების ნაკადი, ისინი შევლენ ამ ტესტირების ჯგუფში, თუმცა, ჯერჯერობით, ვადას ვერ დაგისახელებთ“, – განაცხადა მინისტრმა.