აქციაზე დაშავდა „ფორმულას” ჟურნალისტი, გურამ როგავა, _ იუწყება publika.ge.
კადრებში ჩანს, რომ პოლიციელი ჟურნალისტის მიმართულებით გარბის, რის შემდეგაც გურამ როგავა ძირს ეცემა. პოლიციელმა მას, სავარაუდოდ, ჩაარტყა და გაიქცა.
პოლიციამ ძალადობით დააკავა და სცემა „პუბლიკის” ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილსაც.
მას გატეხილი აქვს ცხვირი. უკვე ჩაუტარდა გამოკვლევები საავადმყოფოში.
ალექსანდრე ქეშელაშვილს ჩამოართვეს აპარატურა.