აქციაზე გადაღებული ცეკვის ვიდეო შეცვლილი ხმით ვრცელდება. ამის შესახებ ინფორმაციას “მითების დეტექტორი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 18 ნოემბერს ფეისბუქ-გვერდმა “რეალობა” გამოაქვეყნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გამართული საპროტესტო აქციაზე ცეკვის ვიდეო, რომელშიც პოსტის მიხედვით ორი ახალგაზრდა “ლეზგინკას” ცეკვავს. ვიდეოს კომენტარებში ჩანს, რომ მომხმარებლები მას უარყოფითად აღვიქვამენ და ცეკვას რუსულ, ჩეჩნურ ცეკვას უწოდებენ.
გვერდის რეალობა გამოქვეყნებულ ვიდეოზე ჩანს, რომ ვიდეოს მუსიკა გადადებული აქვს. ვიდეოს ქვედა მარცხენა კუთხეში ჩანს, რომ გამოყენებულია ფეისბუქსა და ინსტაგრამზე ხელმისაწვდომი მუსიკა, კონკრეტულად კი ჩეჩენი შემსრულებლის, მადინა უზბაევას პოპურის (Мадина Узбаева – Попури) მცირე მონაკვეთი (დაახლოებით 8:33-იდან). ფეისბუქსა და ინსტაგრამზე მოკლე ვიდეოს (Reels) ატვირთვის დროს შესაძლებელია ორიგინალი აუდიოს ნაცვლად, ვიდეოზე პლატფორმებზე ხელმისაწვდომი სიმღერების და მუსიკალური კომპოზიციების ნაწყვეტების გადადება.
ვრცლად: mythdetector