მათ ჰქონდათ გათვლა, რომ ორი ქვეყანა მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, საქართველო – არა, _ ეს განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის მისამართით გააკეთა.
„ამ შემთხვევაშიც ევროპული კომისიის დასკვნას მთლიანად პოლარიზაციისთვის იყენებს რადიკალური პოზიცია, რასაც ჩვენ ველოდით. ჩვენ გვქონდა პროგნოზები ამასთან დაკავშირებით, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. თავიდანვე მარტივი სცენარი იყო მოაზრებული. მათ ჰქონდათ გათვლა, რომ ორი ქვეყანა მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, საქართველო – არა. ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო არეულობის სცენარი, რის პირველი მცდელობაც იქნება დღეს, დღევანდელ აქციაზე და ამის საბოლოო წერტილი არის, რა თქმა უნდა, ომი, რასაც ისინი ნატრულობენ საქართველოში, თუმცა, ვერც არეულობის სცენარი და ვერც ომის სცენარი ვერ იქნება წარმატებული, ამაზე ჩვენ ვაგებთ პასუხს“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე აქცია იმართება სახელწოდებით „შინ, ევროპისკენ“.