თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე “ტვ პირველის” ჟურნალისტზე, მარიამ გაფრინდაშვილზე სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა ფიზიკურად იძალადეს – კადრებში ჩანს, როგორ აგდებენ ჟურნალისტ ქალს სპეცრაზმელები მიწაზე, _ იუწყება ტვ პირველი.
გომელაურის უწყების თანამშრომლები ჩვენ რეპორტიორებზე მაშინ იძალადეს, როცა ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
მარიამ გაფრინდაშვილს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. მას სასწრაფო დახმარება დასჭირდა.
“ტვ პირველი” მედიის წინააღმდეგ მოწყობილ სადამსჯელო ოპერაციაზე პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და სანქცირებულ “ხარებას” იგივე ზვიად ხარაზიშვილს აკისრებს.