პარლამენტთან, სადაც საპროტესტო აქცია უკვე მეექვსე დღეა იმართება, წყლის ჭავლის მანქანა დღესაც გამოჩნდა.
ადგილზე მობილიზებულები არიან სპეცრაზმის თანამშრომლებიც.
ცნობისთვის, პარლამენტთან და ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია ირაკლი კობახიძის განცხადებამ, რომლის მიხედვითაც, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს 2028 წლამდე აჩერებს.