“თბილისის მოლთან” მიმდინარე აქციაზე, “ტვ პირველის” ოპერატორი, ნიკო კოკაია დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სავარაუდოდ, მუცელში წიხლი მოხვდა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ნიკო კოკაია სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა – დაშავებული ოპერატორი კლინიკა “ვივა-მედშია” მოთავსებული.