„აქციები იქნება პერმანენტული და უწყვეტი ხასიათის” – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ იგორ ნარმანიამ 4 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით.
იგორ ნარმანიას განცხადებით, აქციები იქნება პერმანენტული და უწყვეტი ხასიათის, რაც არის უმნიშვნელოვანესი პროცესი და რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩართული იქნება, როგორც საზოგადოება, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ისევე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის ევროპული მომავალი.