ქალებისთვის განკუთვნილი ეტიკეტის კურსი თურქეთში სოციალურ ქსელში კრიტიკის და დაცინვის ობიექტი გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, კურსი ქალებს ურჩევს საკვების მირთმევის დროს, რაც შეიძლება ცოტა ისაუბრონ, დილას არ გაიკეთონ ზედმეტი მაკიაჟი, არ იხმარონ ჟარგონი და მოერიდონ სიტყვა „ძმას“ მოხმარებას.
გარდა ამისა, კურსის ერთ-ერთი რჩევა, რამაც სოციალური ქსელში აჟიოტაჟი გამოიწვია, არის ის, რომ ქალბატონებმა ნაყინი არ ალოკონ.
მაუწყებლის ინფორმაციით, კურსზე არ დაუკონკრეტებიათ რატომ მიიჩნევა ნაყინის ალოკვა ქალებისთვის უმსგავსო ქცევად ან რა არის ნაყინის მირთმევის შედარებით ზრდილობიანი ალტერნატიული გზა.