რუსეთი არ გამორიცხავს დივერსიას, როგორც ორი საკვანძო გაზსადენის “უპრეცედენტო” დაზიანების მიზეზს, ამის შესახებ bbc-ის ინფორმაციით, განაცხადა კრემლის სპიკერმა.
“ადრე ჩვენ ვატყობდით, რომ Nord Stream 1-ის მილსადენში ორი გაჟონვა დაფიქსირდა, ცოტა ხანში სხვა გაჟონვა აღმოაჩინეს ახლომდებარე Nord Stream 2 მილსადენზე”,_ ამბობს პესკოვი.
ცნობისთვის, რუსეთის მიერ აშენებული ორივე მილსადენი გადის ბალტიის ზღვის ქვეშ შვედეთისა და დანიის მახლობლად და იყო ენერგეტიკული დავის ცენტრში ევროპასა და რუსეთს შორის.
დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კრემლი ძალიან შეშფოთებულია სიტუაციით, რაც, მისი თქმით, მოითხოვს სწრაფ გამოძიებას.