ეზოთერიკოსი გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს, რომელიც მისი თქმით, არ არის მარტივი მოსასმენი და მომავალ თვეებშია მოსალოდნელი.
“2024 წლის ბოლომდე, მოსალოდნელია სვანეთის ტრაგედია. შოვის მსგავსი პრობლემა იქნება და ამაზე დიდ გაამახვილებენ ყურადღებას. ამას ემატება საქართველოში 2-3 ქალაქის დატბორვა. ზღვისპირა სანაპიროებზე, ნგრევა , ქარიშხალი. უბრალოდ, ეს არ იქნება პატარა და 2 საკმარისად ძლიერი მიწისძვრა.
საქართველოს ტერიტორიაზე უცხო დროშის ქვეშ მფრინავი ჩამოვარდება. შეიძლება იყოს კონფლიქტი საბაჟო გამშვებ პუნქტზე ან სასაზღვრო ადგილი, სადაც ცეცხლი იქნება აუცილებლად.
საუბარი იქნება ახალ ვირუსზე, რომელიც შიდა ორგანოებს აზიანებს და ამიტომ იყავით ფრთხილად.
მინდა მივმართო სამართალდამცველებს, იქნება პოლიციის შენობაზე ცეცხლი”,_ ამბობს გოგა მანია.