საქართველოში 1995 წლის 14 ივნისიდან აღინიშნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე. სწორედ ამ დღის აღსანიშნავად ქალაქ ოზურგეთში, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან არსებული ახალგაზრდული ცენტრისა წევრებმა და საქველმოქმედო ასოციაცია “გურიას“ ბენეფიციარებმა აქცია-კონცერტი გამართეს.
აქციის მთავარი მესიჯი იყო, რომ კანონით ყველას თანაბარი უფლებები აქვს და სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეს ყველას.
“ჩვენი უფლებების რაღაც ნაწილი დაცულია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. არ არის ყველასათვის გარემო ადაპტირებული. ჩვენ გვინდა, რომ გამოვიდეთ სახლიდან და ყველგან გადავადგილდებოდეთ. ვიყოთ აქტიურები, განათლება მივიღოთ და შემდეგ დავსაქმდეთ. ბევრი აქტივობა არის საჭირო, რომ ეს ყველაფერი ბოლომდე მივიყვანოთ. ერთად უნდა შევძლოთ ეს ყველაფერი.“ – თქვა ჩვენთან საუბრის დროს საქველმოქმედო ასოციცია “გურიას“ ბენეფიციარმა, თამუნა ლურსმანაშვილმა.