ამ წუთებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის მოსახლეობამ გზა გადაკეტა და ქვიშა-ხრეშით დატვირთულ მძიმეწონიან მანქანებს არ ატარებენ.
ადგილზე არ გამოჩენილან არც გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირი და არც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა.
მოსახლეობის თქმით, აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ მათ პასუხისმგებელი პირი არ დაელაპარაკება.
“40 წლის განმავლობაში არ გვქონდა გზა, როგორც იქნა, დააგეს და ახლა ეს მძიმეწონიანი მანქანები აოხრებენ. ჩვენ არ დავიშლებით და არ გავატარებთ მანქანებს, სანამ პასუხისმგებელი პირები არ დაგველაპარაკებიან”, _ აცხადებენ ისინი.