ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
როგორც პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, მათ ამ დღეების განმავლობაში არჩევნების გაყალბების შესახებ მტკიცებულებები შეაგროვეს, სამოქმედო გეგმას კი საზოგადოებას ორშაბათს წარუდგენენ.
“ორშაბათს, 7 საათზე რუსთაველზე გვინდა კიდევ ერთხელ ვანახოთ მსოფლიოს, რომ არათუ არ ვაღიარებთ არჩევნებს, არამედ, ის რომ ჩვენ ვიცით, რაც ჩაიდინეთ და არ გაპატიებთ ამ კრიმინალს”,_ განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.