გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-მ სალომე ზურაბიშვილს ვიზიტზე უარი უთხრა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება ეხმაურება:
“აბა დაფიქრდით, ჩემი პრეზიდენტობის დროს 4-ჯერ ვიყავი ოფიციალური ვიზიტით თეთრ სახლში, საქართველოში ჩამოვიყვანე ამერიკის ახლანდელი და მაშინდელი პრეზიდენტები და სამჯერ ვიცე-პრეზიდენტი. ამაზეა ნათქვამი _ “არ გინდოდათ რძე და ყველი”… და ახლა გვაქვს, აი, ეს”, _ წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
თუმცა, პრეზიდენტის მრჩეველი სტრატეგიული დაგეგმვისა და კომუნიკაციის საკითხებში ირინა შენგელია აცხადებს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მრჩეველი განმარტავს, რომ პრეზიდენტი უარს ვერ მიიღებდა, რადგან ვიზიტი არც დაგეგმილა.
„არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. ვიზიტის შესახებ მეორე მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უბრალოდ თარიღი არავისთვის არ არის ცნობილი. შესაბამისად ვერ გადაიდებოდა“, – აცხადებს ირინა შენგელია.