ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს ავრცელებს, რომელშიც საარჩევნო უბნიდან გამოსული ქალბატონის შესახებ ჰყვება.
“გამოვდივარ საარჩევნო უბნიდან. წინ მისწრებს ხანში შესული ქალბატონი. გავხედეთ აქეთ ჩემი უბნის “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერები დგანან, იქით “ოცნების”. ქალბატონმა ხმამაღლა დაიწყო: (ქუთაისურ-საფიჩხიური კილოთი) -არ იჩხუბოთ დედა, არ იჩხუბოთ შვილო, მეზობლები ხართ ბებია გენაცვალოთ, რომ იცოდეთ ორივე შემოვხაზე…. P.S.- ვაახ…აშკარად დამასწრო ამ ქალმა გამოსვლა”, _ წერს ლიკლიკაძე.