“ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერები პარლამენტის შენობის წინ რჩებიან. აქციაზე ასევე რჩებიან ახალგაზრდები.
“მე პირადად, ისევე, როგორც სხვა პოლიტიკური ლიდერი აქ დავრჩებით იმის სადემონსტრაციოდ, რომ არ მივიღებთ ამ თავსმოხვეულ კომენდანტის საათს. ამ საბჭოთა გადმონაშთს, რომელიც ბოლოს მოვისმინეთ 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ. ეს სიტყვა შეურაცხმყოფელია. რა კომენდანტის საათზე საუბრობს? 9 საათზე კორონა არ არის და 10 საათზე კორონა არის?”