“#61 ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიამ ხიდმაღალას #24 საარჩევნო უბანის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ნანა ვასაძე კანონის დამრღვევად არ სცნო”-ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიის დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაცია ასაჯაროებს.
როგორც საოლქოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან ირკვევა, იმ მოტივით, რომ მაღაზია, რომელიც ვასაძის სახლის წინ მდებარეობს და მისი საკუთრებაა, ამ ეტაპისთვის დედამთილისთვის აქვს მიქირავებული, უბნის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე კანონდამრღვევად არ ჩაითვალა.
ენმ-ის ადგილობრივმა ორგანიზაციამ #61 ლანჩხუთის საარჩევნო კომისიას საჩივრით გასულ კვირას მიმართა და ნანა ვასაძე კანონსაწინააღმდეგო წინასაარჩეევნო აგიტაციაში დაადანაშაულა, ვინაიდან საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის საცხოვრებელი სახლის წინ “ქართული ოცნების” სიმბოლიკებიანი დროშა ფრიალებდა.
ოპოზიციაში იმედოვნებდნენ, რომ ვასაძეს კომისიის წევრობის დათმობაც მოუწევდა და კანონსაწინააღმდეგო წინასაარჩეევნო აგიტაციისთვის ფულადი ჯარიმის გადახდაც. თუმცა, ოლქის გადაწყვეტილებით, ვასაძის მიმართ ოპოზიციის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
“საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია სამარცხვინოა ეს გადაწყვეტილება და უბრალოდ, არ შეგარჩენთ“, _ წერს ენმ-ის ლანჩხუთელი ლიდერი კახა ასკურავა.
[sexy_author_bio]