ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე მიმართვას ავრცელებს.
“არ შეგეშინდეთ ჩემო ჩოხატაურელებო, ყველა ოჯახში მივალთ, ყველა სოფელში მივალთ, გთხოვთ რომ გაგებით მოვეკიდოთ შექმნილ მდგომარეობას, გვაქვს ძალიან დიდი სტიქია. არ შეშინდეთ, ხელისუფლება თქვენს გვერდშია, ყველა უწყება 24 საათიან საგანგებო რეჟიმზეა გადასული. მოვდივართ ყველგან და ყველასთვის”,_ წერს დავით შარაშიძე სოციალურ ქსელში.