აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინის დახმარებას არ ითვალისწინებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
ბაიდენის განცხადებით, არ შეიძლება უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერის შეწყვეტის დაშვება.
„მიუხედავად იმისა, რომ სპიკერი და კონგრესის აბსოლუტური უმრავლესობა მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას, ამ შეთანხმებაში არ არის ახალი დაფინანსება ამ მხარდაჭერის გასაგრძელებლად. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, დავუშვათ, რომ ამერიკული მხარდაჭერა შეწყდეს უკრაინის მიმართ. მე ველოდები, რომ სპიკერი დაიცავს თავის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის დასახმარებლად საჭირო მხარდაჭერის მიღებას“, _ აღნიშნა ბაიდენმა.