„დღევანდელი დღე ჩვენს ახლო ისტორიაში და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღეა. გლოვა არ ყოფნის, გლოვა აუცილებელია, რომ ვიცოდეთ, რა არის ჩვენი წარსული, მაგრამ არ შეიძლება გლოვაში ვიცხოვროთ, უნდა ვიცხოვროთ მომავალში და მე დარწმუნებული ვარ, ეს მომავალი ძალიან ბევრს მოგვიტანს და ძალიან ჩქარა მოგვიტანს.
ჩვენ კატეგორიულად უნდა დავგმოთ ის რეფერენდუმები, რაც ტარდება დღეს აღმოსავლეთ უკრაინაში, რამეთუ ვიცით ეს რას ნიშნავს,“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით.