ანი დიასამიძე სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ მანქანებს შორის ატეხილ სროლაში მოყვა.
“მოვდიოდი ქობულეთიდან და ბენზეში ვიღაცამ საავარიო მანევრი გააკეთა, “აბგონი” გამიკეთა, იარაღი ამოიღო და ამიტეხა სროლა, უკან იყო მეორე მანქანა, რომელიც ასევე ისროდა, დღისით, მზისით. იმას კიარ ვამბობ, რომ ვინმე მე მესროდა. მართლა შოკში ვარ.
ჩვეულებრივად იარაღი ამოიღო, ჯარის ფორმა ეცვა, საჭესთან ვინც იყო, იმან არა, გვერდით ვინც ეჯდა, იმან ამოიღო იარაღი და დაიწყო სროლა, ჩემ გვერდით ამოიღო და ისროლა, უკანაც ისროდნენ და არ ვიცი, ჩახოცეს თუ რა ქნეს ერთმანეთი, ლამის მოვკვდი, ძლივს გამოვასწარი”, – ყვება ის.
როგორ დიასამიძის ფეისბუქ გვერდიდან ირკვევა, მომხდართან დაკავშირებით ბათუმისს სამმართველოშ იმყოფებოდა და ორივე მანქანის მძღოლების ვინაობა დადგენილია.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.