ამ წუთებში, ჩოხატაურში აქცია მიმდინარეობს. 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის მონაწილეები დარბევის წუთებს იხსენებენ და აღნიშნავენ, რომ ასეთი რამ ქვეყანაში არასდროს არ უნდა განმეორდეს.
ორგანიზატორებმა ხელოვნების სასახლის წინ ფოტოგამოფენა მოაწყვეს, დაარიგეს სამახსოვრო ფლაერები და როგორც გვითხრეს, საღამოს გაიმართება 7 ნოემბრის შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენება.