„არა კალაძის საცობებს!“ ამ თემაზე აქციას მართავენ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.
მათ მშრალ ხიდზე გადმოფინეს ბანერი წარწერით “არა კალაძის საცობებს!”.
“საცობები არის ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო, ამიტომ თბილისელები საათობით არ უნდა იდგნენ საცობებში და საათობით არ უნდა სუნთქავდნენ ამ დაბინძურებულ ჰაერს. ვაგრძელებთ კამპანიას – „არა კალაძის საცობებს!“ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვაიძულოთ კორუმპირებული კახი კალაძე და მისი მთავრობა, გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომ თბილისელები არ იხრჩობოდნენ კალაძის საცობებში და არ ჰქონდეთ ეს უდიდესი დისკომფორტი ქალაქში,“ _ განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ.