“არა მოღალატეებს“– ამ სახელწოდებით “ქართული ოცნების” ოფისთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ.
აქციაზე შეკრებილი ადამიანები “ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას აპროტესტებენ.
ამავდროულად, ისინი მიხეილ სააკაშვილს გათავისუფლებას მოითხოვენ.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ომში ჩართვის მიმართ “მანკიერი სურვილი” იზრდება, რადგან უკრაინასთან ომში “ამ ეტაპზე რუსულ მხარეს გარკვეული უპირატესობა აქვს”.