“არა ომს”, “მთავარია მშვიდობა” – უძლიერესი ლოზუნგებია და მოღლიცინე ოპოზიციას არანაირი საპირწონე არ გააჩნია საპირისპიროდ. მთავრობის მიერ მობილიზებული საზოგადოების სოციალური და ინტელექტუალური რევიზია უაზრობაა იმდენად, რამდენადაც ამომრჩეველთა ხმები ხარისხობრივად არ ფასდება და ყველა ხმას ზუსტად ერთნაირი ძალა აქვს.
მიუხედავად იმისა, მიტინგი შინაარსით იმდენად პრიმიტიული იყო, რომ მხოლოდ მეშვიდეხარისხოვანი “კომკავშირელები” უძღვებოდნენ და “პარტკომები” კი შორიდან მორიდებით იღიმებოდნენ, ამოცანა შესრულდა. ლუმპენი პლუს სახელისუფლებო პარტაქტივი ისევ ადვილად მობილიზდება და რაც მთავარია, ცენტრალური საარჩევნო კომისია მათია.
მოსყიდვა და დაშინება – ეს ორი უძლიერესი არგუმენტია, რომელიც ადამიანებს ინსტიქტების დონეზე უკეთებს მოტივაციას.
ამ ინსტიქტების დაძლევა შესაძლებელია ან იგივე ინსტიქტებით, ან უძლიერესი იდეით.
მოკლედ, იმედია დასავლეთში გაწვრთვნილი უკრაინელები მოახერხებენ ჩასანგრებული რუსების ამოყრას სანგრებიდან და ახალ პოლიტიკურ დისკურსს შექმნიან ჩვენთვისაც, თორემ …“ _ წერს სოციალურ ქსელში ექიმი ზურაბ გურული.