“არა რუსულ კანონს და საერთოდ ყველაფერ რუსულს!” – ამის შესახებ FACEBOOK – ზე საფეხბურთო კლუბ “ლოკომოტივის” დირექტორი, გიორგი ყიფიანი წერს, რომლითაც “უცხოური გავლენის აგენტების” კანონპროექტის განხილვას ეხმაურება.
მისი თქმით, თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი და ფასეული ღირებულება არ არსებობს.
,,თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი და ფასეული ღირებულება არ არსებობს! სწორედ ამ ღირებულებაზე დაყრდნობით და მასზე შეთანხმებით უნდა ხდებოდეს ყველა მოქმედება რომელსაც სახელმწიფო განახორციელებს. იქნება ეს კანონის ცვლილება თუ კონკრეტული რეფორმა. – არ აქვს მნიშვნელობა… არა რუსულ კანონს და საერთოდ ყველაფერ რუსულს!” – წერს გიორგი ყიფიანი.
ავტორი