” არა რუსულ კანონს” – პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იკრიბებიან.
დღეს, კანონპროექტი იურიდიულ კომიტეტზე უნდა განიხილონ.
როგორც ცნობილია, პროტესტი იქნება პარლამენტის შენობის შიგნითაც.
საკანონმდებლო ორგანოში “დაშვების შეზღუდული რეჟიმი” მოქმედებს, შესასვლელებთან კი სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.