ნათია ერთ-ერთი იმ ქართველთაგანია, ვინც ისრაელში ცხოვრობს. იგი „გურია ნიუსს“ ესაუბრა და მოუყვა თუ რა მდგომარეობაა ახლა იქ, ღაზის სექტორსა და ისრაელს შორის არსებული კონფლიქტის ფონზე.
იგი თელავივიდან 20 წუთის სავალზე ცხოვრობს.
“ჩვენს ქალაქში ზღვაში ჩამოვარდა ბომბები. თავს ესხმიან ებრაელებს. ისრაელელი არაბების სოფლებთან ვერ გაივლი. ბავშვებიც კი ქვებს ისვრიან და აგრესიულები არიან. ქალაქში გვაქვს ბეტონის შენობები, თუ უცებ რაკეტებს ისვრიან, შეხვალ და თავს შეაფარებ. აქ ყველა სახლს აქვს ოთახი, რომლებიც მთლიანად ბეტონისაა, არ აქვს ფანჯრები. სროლის ან სირენის ხმის შემთხვევაში, ყველა იქ შევდივართ.
როგორც კი ოთახიდან გამოვალთ, ისევ სირენა ირთვება და კვლავ უკან ვბრუნდებით. არ წყდება, მთელი დღე იქ ყოფნა გვიწევს. ბავშვები არიან დაშინებულები“, _ გვიყვება ნათია.
როგორც ნათიამ “გურია ნიუსს” უთხრა, „აჩვენებენ, რომ არაბები საკუთარ პატარა ბავშვებს საღებავებს უსვამენ, აწვენენ, ზემოდან რაღაცეებს აყრიან და აჩვენებენ ვითომ ჩვენებმა მოუკლეს ბავშვები.
მე ცოტა მოშორებით ვცხოვრობ. ისინი ვინც ღაზასთან ძალიან ახლოს ცხოვრობენ, მათ მთელი ღამე ბომბავენ. ჩვენთან არის ეშელონები და ვისთანაც სიმშვიდეა, ისინი თავისთან იფარებენ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებთანაც არეულობა და დაძაბული სიტუაციაა“, _ ამბობს ნათია.