გურიაში 23 იანვრის ჩათვლით მზიანი და უნალექო ამინდი იქნება,- ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
“დღეს +7 გრადუსამდე ეთბილება, ღამით მოსალოდნელია ყინვა -2 გრადუსამდე. ხვალ და ზეგ ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +13 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი +3 გრადუსამდე დათბება. 24 იანვრიდან კი კვლავ არამდგრადი ამინდი, უმეტესად თოვლჭყაპია მოსალოდნელი. არამდგრადი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება“,_ ამბობს გვაზავა.
ინფორმაციისთვის, გურიაში 3-დღიანი თოვის შემდეგ დღეს გამოიდარა.