“ილია გაუჩინარდა 17 მარტის გამთენიას: ის წავიდა სახლიდან ისე რომ არავინ გაუფრთხილებია და მასთან კონტაქტი შეწყდა.
გახდა ცნობილი რომ ილია ნახეს გაუჩინარებიდან რამოდენიმე საათის შემდეგ ტყიბულიდან შაორის წყალსაცავისკენ მიმავალ გზაზე.
ჩვენი ვარაუდით ის წავიდა დილის რიჟრაჯის გადასაღებათ წყალსაცავთან და მასთან მდებარე მთასთან და აპირებდა უკან დანრუნებს. ამის სფუძველს გვაძლევს ის რომ თან ნივთები არ წაუღია. სახლში დატოვა პასპორტი და ტელეფონის სატენი.
17 მარტის შემდგომ რა მოხდა, ჩვენთვის უცნობია.
გაუჩინარებიდან 8 დღის შემდეგ ჩვენ არანაირ დამაიმედებელ ინფორმაციას არ ვფლობთ, მაგრამ იმედს არ ვკარგავთ. პოლიციას მივაწოდეთ ყველა ის ინფორმაცია, რასაც კი ვფლობდით და ისინი აქტიურად არიან ჩაბმულები გამოძიებაში. როგორც გვითხრეს სამაშველო სამსახური დღეს ჩაერთო სამძებრო სამუშაობებში.
ყველას ძალიან გთხოვთ, თუ ვინმეს გაქვთ რაიმე სახის ინფორმაცია ილიას ადგილსამყოფელთან დაკავშირებით მომწერეთ ტელეგრამში @natochinka ან დამირეკეთ ნომერზე 599407860 ან მიაწოდეთ ინფორმაცია პოლიციას.
ახლა ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გავავრცელოთ ინფორმაცია რომ ილია ჯერ კიდევ დაკარგულია. გავიდა ერთ კვირაზე მეტი და აუცილებელია გამოვიყენოთ ყველა რესურსი”, წერს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი ნათელა სულაქველიძე.