მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია და შიმშილობის კონტექსტში მისი მდგომარეობა ნორმალურია. როგორც ყიფშიძემ აღნიშნა, ციხის საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია უცვლელია, _ იუწყება “მთავარი არხი”.
“ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთივეა, როგორც იყო გუშინ. გავიარეთ ტესტების ანალიზი, ასე თუ ისე არაუშავს – პასუხები ნორმალური არ არის, მაგრამ თუ ავიღებთ თავის შიმშილობასთან კონტექსტში… არაფრის დიდებით არ წავა გლდანის საავადმყოფოში… ამ წუთში არ საჭიროებს ჰოსპიტალიზებას, თუმცა ათ წუთში რა იქნება, არ ვიცი…” _ თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.