„არა რუსულ კანონს!“ – საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გუშინ გმირთა მოედანზე ფიცი დადეს.
„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ქართველი პატრიოტები შევიკრიბეთ აქ, გმირთა მოედანზე, რათა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და დავდოთ ფიცი მათი სულების წინაშე. ვფიცავ, რომ არასდროს დავთმობთ მათი სიცოცხლის ფასად მოპოვებულ თავისუფლებას! ვფიცავ, რომ არასდროს შევურიგდებით ძალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის მტრისთვის, რუსეთისთვის დათმობას ცდილობს. ვიდგებით ერთმანეთის მხარდამხარ და დავიცავთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ენას, ჩვენს მამულს და ერთობას!
ვფიცავ, ვფიცავ, ვფიცავ! გაუმარჯოს დამოუკიდებელ და ერთიან საქართველოს!“ – ნათქვამია ფიცის ტექსტში.
ინფორმაციითვის, “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტს საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები აღნინშულ კანონპროექტს “რუსულ კანონად” მოიხსენიებენ და მიაჩნიათ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს საფრთხე ექმნება.