https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

    ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

    ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    ძლიერი სიცხე ავსტრალიაში – ხანძრის საშიშროების დონე კატასტროფულ ნიშნულზეა

    ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრი – აშშ-ს თავდასხმას 100 ადამიანი ემსხვერპლა

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“არასდროს მქონია განცდა, რომ გოგონა ფოტოზე მე ვარ და ის მე მეკუთვნის” – 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული მედროშე

22:55; 9.04.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

წამი, რომელმაც საქართველოს ერთი მთლიანი ეპოქა დაიტია… გოგონა, რომელიც ამ ეპოქის სიმბოლოდ იქცა… ფოტო, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება… იური მეჩითოვის მიერ გადაღებულ, 1989 წლის 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეულ ფოტოზე საქართველოს დროშით ხელში გამოსახული ლამაზი და იდუმალი გოგონას ვინაობა, წლებია განმავლობაში, ადამიანების მხოლოდ მცირე ჯგუფმა იცოდა. ბევრს ის დაღუპული ეგონა. თუმცა, რამდენიმე წლის წინ, ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ ის გოგონა ცოცხალია და ისევე როგორც უამრავი ქართველი, ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, უკვე წლებია ემიგრაციაში ცხოვრობს. 25 წლის შემდეგ, მან ჟურნალისტთან პირველ ინტერვიუში თქვა: – “იტალიაში კი არ ვცხოვრობ, არამედ არც კი ვარსებობ”. მაგრამ ამ ინტერვიუდან მოყოლებული, ჩემი რესპონდენტის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა. მან იტალიაში ახალი სიყვარული იპოვა და სულ რაღაც ერთი კვირის წინ, ქართულ-იტალიური ოჯახი შექმნა. მარი (ნანა) მახარაძე და მარკო სბრაჯი იტალიის ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს ქალაქ არეცოში ცხოვრობენ…

ვიდრე მარის სიყვარულის ისტორიის შესახებ ვკითხავდი, გადავწყვიტე, “გოგონა ფოტოდან” თქვენთვის უფრო ახლოს გამეცნო:

– 1970 წლის 1-ლ თებერვალს ჩაქვში დავიბადე და სკოლაც იქვე დავამთავრე. დედ-მამა ბიოლოგები იყვნენ, მეცნიერ-თანამშრომლები. დედა მარტვილიდანაა, ამიტომ ბავშვობის დიდი ნაწილი სამეგრელოში მაქვს გატარებული. სკოლაში და შემდეგ უნივერსიტეტშიც, ძალიან კარგად ვსწავლობდი. ცოტა რომ წამოვიზარდე, გადავწყვიტე თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა, მაგრამ მამა სასტიკი წინააღმდეგი გახლდათ. გამომიცხადა, რომ თეატრალურზე სწავლა წესიერი ოჯახის გოგოს საქმე არ იყო. 1987 წელს ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე. მიუხედავად იმისა, რომ ოცნება ვერ ავისრულე, მაინც ვახერხებდი ალტერნატიული ცხოვრებით მეცხოვრა. დავდიოდი როკ და პანკჯგუფების კონცერტებზე, მეცვა ძალიან არაორდინალურად და თითქმის არც კი ვგავდი იმ “ქართველ გოგონას”, რომელიც ფოტოზეა აღბეჭდილი.

– მარი, როგორ მოხვდი იური მეჩითოვის ფოტოობიექტივში?

– არასდროს მქონია განცდა, რომ გოგონა ფოტოზე მე ვარ და ის მე მეკუთვნის. ადამიანებმა მასში დაინახეს ის ტკივილი და გამარჯვების წყურვილი, რითაც იმჟამად ჰაერიც სავსე იყო… ხალხმა ის აიტაცა როგორც თავისუფლების სიმბოლო-ხატი. ცოტა უხერხულადაც კი ვგრძნობდი თავს, მართალია სახელი და გვარი არ იცოდნენ, მაგრამ სახეზე მცნობდნენ. რადგან ეს ფოტო პლაკატის სახითაც ძალიან დიდი ტირაჟით დაიბეჭდა, რომელსაც ჰქონდა წარწერა – “ორთავ თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია, აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია”. ქალები მოდიოდნენ, ტიროდნენ, მეფერებოდნენ, უხაროდათ ცოცხალს რომ მხედავდნენ.

იურისტები და სხვებიც მეუბნებოდნენ, რომ ფოტო იმდენად პოპულარული და იმდენ კონკურსში იყო გამარჯვებული, უფლება მქონდა, ჰონორარის სახით თანხა მომეთხოვა, თუნდაც იმიტომ, რომ ემიგრანტი ვიყავი და სახლ-კარი არ მქონდა. მაგრამ ეს ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი რამაა. ხშირად უკითხავთ, ნუთუ არავის შემოუთავაზებია დახმარება და დაფინანსება? მსგავსი არაფერი მომხდარა და რომც მომხდარიყო, ჩავთვლიდი, რომ ეს იქნებოდა სიგიჟე. რა დამსახურებისთვის უნდა გაეკეთებინა ვინმეს ეს? ჩემზე გაცილებით მნიშვნელოვანი ადამიანები ცხოვრობენ საქართველოში, რომლებიც ჩემზე მეტად საჭირდებათ დახმარება. ეს ფოტო ჩემთვისაც ისეთივე სიმბოლურია და სიმბოლოა იმ პერიოდის საქართველოსი, როგორც ნებისმიერი თქვენგანისათვის.

ფოტოს გადაღების მომენტი საერთოდ არ მახსოვს. როგორც ერთ-ერთ გადაცემაში იური მეჩითოვმა თქვა, ფოტო 9 აპრილის დარბევიდან მეორე დღეს, ვაკეშია გადაღებული. რაღაც მომენტში დაუნახავს მომავალი მანქანა, რომლიდანაც მოჩანდა ლამაზი გოგონა დროშით ხელში, მოეწონა და ფირზე აღბეჭდა.

სტუდენტობის პერიოდში ბიძასთან და ბიცოლასთან ვცხოვრობდი. 9 აპრილის დარბევის შემდეგ, გამთენიისას, ბიცოლაჩემის ძმა ისეთი ნაცემი და დასისხლიანებული დაბრუნდა სახლში, რომ საოცარი პროტესტის გრძნობა დამეუფლა. ბრაზი მახრჩობდა იმის გამო, რომ ქართველებს საკუთარ მიწაზე კლავდნენ. შიში არც გამკარებია. მე და ჩემმა ბიძაშვილმა გოგომ, ნაუცბათევად ავაწყვეთ ის დროშა, რომელიც ფოტოზე მიჭირავს და ქუჩაში გამოვედით. ბიძა და ბიცოლა ტირილით უკან მოგვდევდნენ – ხალხი ჩახოცეს და თქვენ სად მიდიხართო. სწორედ გზად მიმავალთ, კინოსტუდიასთან შეგვხდნენ ის ბიჭები, რომლებიც ფოტოზე მანქანაში ჩანან. გვითხრეს, რომ უფრო წინ წასვლა, მით უმეტეს მარტო, ძალიან საშიში იყო და გადაწყვიტეს ჩვენთან ერთად წამოსულიყვნენ, დღემდე არ ვიცი, ვინ არის ის ორი ბიჭი.

– მიუხედავად ყველაფრისა, ბევრს აქვს იმ პერიოდის მონატრება. ამბობენ, რომ ასეთი ერთსულოვანი საქართველო, მას შემდეგ აღარ უნახავთ, რომ სხვანაირი იმედი ჰქონდათ ადამიანებს ერთმანეთისაც და მომავლისაც…

– მართლაც იყო ეს მუხტი ჰაერში. გეგონა, თუ შენ გვერდით მდგომი ისუნთქებდა, შენც ისუნთქებდი. ის თუ გადადგამდა ნაბიჯს, ეს შენი გადადგმული ნაბიჯიც იყო. საქართველო ერთი გულით ფეთქავდა.

ვერ ვიტყვი, რომ ჩართული ვიყავი ეროვნულ მოძრაობაში, მაგრამ როცა დადგა მომენტი, მეც იქ ვიყავი, სადაც ნებისმიერი სულით ქართველი იდგებოდა. საშინლად განვიცადე მერაბ კოსტავას სიკვდილი. ჩემს მეგობრებთან ერთად უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში ვიდექი, როდესაც რადიოში გამოაცხადეს და მახსოვს, როგორ ჩავყევი უნივერსიტეტის კედელს და ჩავიკეცე. თითქოს იმედის ნაწილი მომიკლეს გულში.

– მარი, როდესაც რამდენიმე წლის წინ თავიდან “აღმოგაჩინეს” და აღმოაჩინეს, რომ ემიგრაციაში შენც ისევე მუშაობდი და წვალობდი, როგორც სხვა უამრავი ქართველი, თქვეს, რომ გოგონა 9 აპრილის ფოტოდან, ისევ საქართველოს სიმბოლო იყო…

– ამგვარი განცდა ალბათ ქართული ემოციურობის ბრალია, არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. მჯერა, რომ თითოეული ადამიანი საკუთარ ბედს თავად ქმნის და ამას ქვეყანას ვერ დავაბრალებთ. მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში წამოსვლის იდეა ჩემს მეუღლეს ეკუთვნოდა და არ მინდოდა საქართველოს დატოვება, ეს, მაინც ჩემი არჩევანი იყო. ბევრისგან მსმენია, – შენ ისეთი გოგო იყავი, ისეთი სახელით სარგებლობდი, შენი მდგომარეობის გამოყენება შეგეძლო, შენ კი აქ მოხუცებს უვლი და თავს იმცირებო… ზუსტად ვიცი, როგორც ის 19 წლის გოგონა ფოტოდან, რომელიც გარე აგრესორისგან ცდლობდა ქვეყნის დაცვას, ჩემშია კვლავაც და თუ სამშობლოს დავჭირდები, ერთი წუთითაც არ დავფიქრდები, ისე გვაწირავ თავს…

– რატომ გახდა აუცილებელი შენი ემიგრაციაში წასვლა?

– მეუღლესთან ერთად, ბიზნესი მქონდა. ორ მაღაზიას ვამუშავებდით, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომისას, როდესაც ლარის კურსი დაეცა, ამან ჩვენს საქმეზე ძალიან იმოქმედა. იმ პერიოდში ვაჭრობაც შემცირდა. თავის დროზე, მაღაზიების ასამუშავებლად, ბანკიდან კრედიტიც გვქონდა გამოტანილი. ბანკის პროცენტი ვეღარ გადავიხადეთ, მაღაზიები დავკეტეთ და ბინაც დავკარგეთ. ჩემი შვილი ნაქირავებ ბინაში დავტოვეთ და იტალიაში წამოვედით, რაც რვა ათასი დოლარი დაგვიჯდა. წელიწადნახევრის განმავლობაში, მეუღლემ ერთი სამსახურიც კი ვერ იშოვნა და დროებით საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ ცოტა ხანშივე გარდაიცვლა.

როდესაც იტალიაში ჩამოვედი, არ მქონია იმის მოლოდინი, რომ აქ ვინმე ხელგაშლილი დამხვდებოდა. ურთულესი პერიოდები გამოვიარე, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან, მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ამ ქვეყანას. გამოვიდა ისე, რომ მან მიმიღო, მე კი, ჩემი მხრივ ვცდილობ, საქართველო შევაყვარო იტალიელებს. სულ ვამბობ, რომ ჩემს ქვეყანაზე ლამაზი, ქვეყანა არ არსებობს დედამიწის ზურგზე, რომ ჩვენსავით არავინ მღერის, რომ ჩვენსავით არავის შეუძლია სიყვარული, რომ სამოთხეა ჩემი ქვეყანა…

ასე ვიტყოდი, იტალია არის ქვეყანა, რომელმაც ცხოვრება შემაძლებინა და საქართველო არის ქვეყანა, რომლისთვისაც ყოველთვის ვიცოცხლებ.

– იფიქრებდი, რომ იტალიაში ბედნიერებას თავიდან იპოვნიდი?

– რაღაც ეტაპამდე, ეს წარმოუდგენელი მეგონა, ძლიერი ქალი ვარ, მაგრამ, მარკომ მაგრძნობინა, რომ რამდენად მაგარი გოგოც არ უნდა ვიყო, აუცილებლად მჭირდება გვერდით ძლიერი მამაკაცი. მოახერხა და ამაში დამარწმუნა, ამიტომაც არის მარკო სბრაჯი ჩემს გვერდით.

პროფესია არარომანტიკული აქვს, პროგრამისტია, მაგრამ თავად ძალიან რომანტიკულია. ერთმანეთი ერთი წლის წინ, ვინჩიში, ლეონარდო და ვინჩის მშობლიურ მხარეში გავიცანით და სულ ახლახანს, ერთი კვირის წინ არეცოში ვიქორწინეთ. თავიდან, ქორწილის გადახდას არ ვაპირებდი, მაგრამ მარკოს დიდი ოჯახი აქვს და ამდენ იტალიელს ერთად, წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიე. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით.

ცდილობს ქართული ისწავლოს. ზაფხულში ერთად ვაპირებთ საქართველოში ჩამოსვლას. დაუსწრებლად უყვარს ჩემი სამშობლო. ერთხელ ასეთი რამ მითხრა – “მე შენში საქართველოს ვხედავ და იმდენად კარგი ხარ, მინდა, საქართველოს მადლობა გადავუხადო შენი თავი რომ მაჩუქაო”.

– დაბრუნდები საქართველოში საცხოვრებლად?

– მარკოს სურვილი აქვს, რომ წლების შემდეგ, რაიმე საქმიანობა წამოიწყოს საქართველოში. სამუდამოდ, ალბათ ვერ ჩამოვალთ, შვილებს ვერ მიატოვებს, მაგრამ ვეცდებით თანაბრად გავანაწილოთ დრო და სიყვარული, იტალიასა და საქართველოს შორის.

kvirispalitra.ge

გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

რა დაუჯდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას „კალანდა 2026“

18:46; 9 იანვარი, 2026
საზოგადოება

ზვავსაშიშროების საფრთხე – სად აიკრძალა მოძრაობა

18:33; 9 იანვარი, 2026
საზოგადოება

შეეძლებათ თუ არა საქართველოს ფარგლებს გარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფ მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობა

13:40; 9 იანვარი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

13:29; 9 იანვარი, 2026
საზოგადოება

„მიუხედავად არაერთი დაპირებისა, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია“

13:07; 9 იანვარი, 2026

"ღმერთო, მიეცი დედამისს ძალა, რომ იცოცხლოს"

“გია ბუღაძე, ისემც შენი იდიოტი…” – სანდრო ბრეგაძე

ყველა სიახლე

საზოგადოება

რა დაუჯდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას „კალანდა 2026“

18:46; 9.01.2026
საზოგადოება

ზვავსაშიშროების საფრთხე – სად აიკრძალა მოძრაობა

18:33; 9.01.2026
სამართალი

მოქალაქემ რესტორანში 70 000 ლარის ღირებულების ბეჭედი დაკარგა

18:19; 9.01.2026
მსოფლიო

ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

17:17; 9.01.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

15:39; 9.01.2026
მსოფლიო

ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

14:42; 9.01.2026
მსოფლიო

ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

14:18; 9.01.2026
საზოგადოება

შეეძლებათ თუ არა საქართველოს ფარგლებს გარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფ მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობა

13:40; 9.01.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

13:29; 9.01.2026
საზოგადოება

„მიუხედავად არაერთი დაპირებისა, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია“

13:07; 9.01.2026
ფინანსები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი

12:51; 9.01.2026
პოლიტიკა

“ახალგაზრდა ადვოკატები”: ბიზნესმენ არსენ კუტალაძის საქმეზე, დამნაშავე პირების გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა საგამოძიებო ორგანოსგან ხელოვნურად გაჭიანურებულია

11:47; 9.01.2026
სამართალი

პოლიციამ ჯგუფური ძარცვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა- დაკავებულია ორი პირი

11:06; 9.01.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

11:03; 9.01.2026
Some of the 4000 Santa's that took part in the Variety Santa Run cross the finish line at The Sydney Opera House, today.
ზაფრანი

“სანტა კლაუს კროსი”

10:48; 9.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო