დილის საუზმე მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, თუმცა დღეს იშვიათად თუ საუზმობს ვინმე. ამის მიზეზი კი ძირითადად დროა, რომელიც თითქოს არ გვაქვს და დილით სამსახურში წასვლამდე მხოლოდ ფინჯან ყავას თუ ვასწრებთ.
დილით საუზმე ძალზედ მნიშვნელოვანია და სახლიდან გასვლამდე ნაჭერი კარაქიანი პურისა და ფინჯანი ჩაისთვის აუცილებლად გამონახეთ 15 წუთი.
საუზმის აუცილებლობის მიზეზები, რომელთაც შეუძლიათ შეცვალონ მთელი თქვენი ცხოვრება.
საუზმე გეხმარებათ წონის კლებაში. კვლევების მიხედვით, 50% -მა, რომლებიც საუზმეს აცდენდნენ, წონაში მოიმატეს.
საუზმე ხსნის გონებას. საუზმე ხელს უწყობს კონცენტრაციის გაზრდას, მეხსიერებისა და სხვა ინტელექტუალური შესაძლებლობების გაუმჯობესებას.
საუზმე გვეხმარება დიეტის კონტროლში. თუ დილით ისაუზმებთ, ლანჩზე გაცილებით ნაკლებ საკვებს მოგთხოვთ ორგანიზმი.იმაგე
საუზმე ხელს უწყობს მრავალი დაავადების თავიდან აცილებას. საუზმე ხელს უწყობს ჰიპოგლიკემიის, დაბალი არტერიული წნევის და დიაბეტის პრევენციას.
საუზმე ეხმარება გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაძლიერებას. დილის საუზმე ხელს უწყობს სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის დონის შემცირებას.


































































