15-16 წლის მოზარდებს ნიშნობის ცერემონია გადაუხადეს. ერთ-ერთი მათგანის ოჯახის წევრები საჯარო სკოლის თანამშრომლები არიან. წვეულების ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას სოციალურ ქსელში სტუმრები ავრცელებენ,_ ფაქტი შიდა ქართლში დაფიქსირდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილობრივები ხელისუფლების და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მხრიდან გააქტიურებას და შესაბამისი ზომების მიღებას ითხოვენ. მათი თქმით, შესამაბისი კანონის ამოქმედების მიუხედავად არასრულწლოვანთა ქორწინების ფაქტები ისევ ხშირია და ამ პროცესში თავად ოჯახის უფროსი წევრები მონაწილეობენ.
ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გოგონას დბადების დღე გადაუხადეს და სხვა საჩუქრებთან ერთად მას ბეჭდებიც აჩუქეს.
“დაბადების დღე გადავუხადეთ და სტუმრებს შორის იყვნენ მისი მეგობრებიც. შეიძლება ვინმეს მოსწონს კიდეც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვის უფლებები დავარღვიოთ და ძალით გავათხოვოთ. ბევრი საჩუქარი მიიღო და შეიძლება ვინმემ ბეჭედიც აჩუქა. ის კადრები ინტერნეტში, ალბათ, ჩვენმა მტრებმა გაგვივრცელეს. ჩაერიოს თუნდაც ექსპერტიზა, ბავშვი ოჯახშია და ხელუხლებელია. 18 წლის, რომ გახდება მერე თვითონ გადაწყვეტს, როდის გათხოვდება. ჩვენი მხრიდან არანაირი ძალადობა არ იქნება”.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი არასრულწლოვანთა ნიშნობის ფაქტის შესახებ ინფორმირებული არ არის.
წყარო: feminism.ge