ჩოხატაურში სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში წარდგენილი იდეებისთვის ხმის მიცემა 2 დღე მიმდინარეობდა. ამ დროისთვის გამარჯვებული იდეები უკვე ცნობილია.
“გურია ნიუსს” სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თეა უჯმაჯურიძემ განუცხადა, რომ სულ 465 ხმა შევიდა, მათგან პირველ ადგილზე გასულმა იდეამ 169 ხმა დააგროვა, ხოლო მეორე ადგილზე გასულმა 99 ხმა.
შედეგების მიხედვით, ხმათა უმეტესობით პირველ ადგილზე გავიდა იდეა:,,მამოგრაფიაზე დაფუძნებული უფასო სკრინინგ პროგრამის დანერგვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისთვის”. ღირებულება: 35 000 ₾ ავტორი: სალომე გუდავაძე.
მართალია სამოქალაქო ბიუჯეტისთვის 50 000 ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით სამოქალაქო ბიუჯეტის თანხა გაიზარდა. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დაფინანსდეს ზემოაღნიშნული ორივე პროექტი.