https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

  • მსოფლიო

    ოსლოში აშშ-ს საელჩოსთან აფეთქება მოხდა

    ირანში ახალი უზენაესი ლიდერი აირჩიეს

    ტრამპმა ირანზე დღეს ძლიერი დარტყმა დააანონსა

    მედია – დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

    ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის

    მედიის ცნობით, ირანმა დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

არჩევნების მეორე ტური- დარღვევები და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეკომენდანცია

17:26; 31.10.2021
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების მეორე ტურის დაკვირვების შედეგები შეაჯამა.

ორგანიზაციამ  არჩევნების მეორე ტურს მთელი ქვეყნის მასშტაბით 250-მდე დამკვირვებლით გაუწია მონიტორინგი.

“ჩვენ მიერ დაფიქსირდა 150-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ჩვენმა დამკვირვებლებმა საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში მთლიანობაში 23 საჩივარი დაწერეს.

ვინაიდან ბევრ საარჩევნო ოლქში კანდიდატების მიერ მიღებულ ხმებს შორის მცირე სხვაობა დაფიქსირდა, წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებსა და პრობლემურ ტენდენციებს მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოეხდინა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენასა და არჩევნების საბოლოო შედეგებზე. ამის გამო, შესაძლოა, საზოგადოებაში საფუძვლიანი კითხვები არსებობდეს არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით.   

არჩევნების დღის პირველი ნახევარი ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით ბევრ საარჩევნო ოლქში სიტუაცია დაიძაბა და გახშირდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები. ასევე, ხშირი იყო ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის და საარჩევნო უბნებზე მოსული ამომრჩევლის არალეგიტიმური ხერხებით აღნუსხვის ფაქტები. მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ 100 მეტრის მანძილზე შეინიშნებოდა პარტიული კოორდინატორების თავშეყრა, რაც საარჩევნო კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით, სამართალდარღვევას წარმოადგენს. პრობლემური იყო მიკერძოებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლების მიერ ჩადენილი არაერთი დარღვევა, რასაც ხშირ შემთხვევაში საარჩევნო კომისიებიც უწყობდნენ ხელს. კენჭისყრის შედეგების დათვლისა და შეჯამების ეტაპზე ტენდენციის სახე ჰქონდა საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შემაჯამებელი ოქმების დედნების შედგენის პროცესის ხელოვნურად დაყოვნებისა და საოლქო საარჩევნო კომისიებთან ოქმების პროექტების წინასწარ შეთანხმების პრაქტიკას. გარდა ამისა, არაერთ უბანზე დაფიქსირდა კომისიების მიერ ბათილი და ნამდვილი ბიულეტენების არასწორედ განაწილების ფაქტები. ცესკომ არჩევნების შედეგების წინასწარი შედეგების გამოქვეყნება შესული ოქმების გასაჯაროების პარალელურად დაიწყო, რაც პირველი ტურის დროს არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებაა.

კონკრეტული დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი:

ფიზიკური დაპირისპირება საარჩევნო უბნებს გარეთ

დღის მეორე ნახევარში  იმატა საარჩევნო უბნებსა და უბნებს გარეთ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებმა, რაზეც ინფორმაციას გვაწვდიდნენ როგორც ჩვენი დამკვირვებლები, ისე აქტიურად შუქდებოდა  მედიის მიერ. პოლიტიკური პარტიების წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებს თბილისში #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #84 უბანზე, #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #40 უბანზე და #6 სამგორის სარჩევნო ოლქის #62 უბანზე, ასევე #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #15 უბნის გარეთ  ჰქონდა ადგილი.

ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა და ფიზიკური ანგარიშსწორება

ჩვენი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაფიქსირდა ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის შემთხვევები. ამ საკითხთან დაკავშირებით „კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვისაც” გაავრცელა  განცხადება. მაგალითად: #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #5 და #81 უბნების მიმდებარედ, ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტს, დავით მანიას, „ქართული ოცნების” კოორდინატორები ხელს  უშლიდნენ შლიდნენ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში; პოლიცია ადგილზე იყო, თუმცა ჟურნალისტის უფლებების დარღვევაზე სათანადოდ არ რეაგირებდა.

#33 ქარელის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე ძალადობის შემთხვევის შესახებ ვიდეომასალა გაავრცელა „ტვ მონიტორინგმა“, სადაც ჩანს, რომ სავარაუდოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ფიზიკურად უსწორდება ამ მედიასაშუალების ჟურნალისტს.

#64 სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის #1 უბნიდან „გურია ნიუსის” ჟურნალისტი უკანონოდ გამოაძევეს იმ მიზეზით, რომ ის საკუთარი ტელეფონით ვიდეო გადაღებას აწარმოებდა.

დამკვირვებლების საქმიანობისთვის ხელის შეშლა

კენჭისყრის დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებლების საქმიანობისთვის ხელშეშლის ფაქტებს, რიგ შემთხვევებში კომისიის წევრები მათდამი აგრესიითაც გამოირჩეოდნენ. მაგალითად:  #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #7 უბანზე ჩვენს დამკვირვებელს არ აძლევდნენ პროცესებზე დაკვირვების შესაძლებლობას და გამოაძევეს უბნიდან. ამ უბნის კომისიის თავმჯდომარე, ზაველი ღაღანიძე ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა ჩვენს დამკვირვებელს, ასევე, აგრესიულობით გამოირჩეოდა ამავე უბანზე მყოფი ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ნათია ჩიკვაიძე.   

#64 სენაკის საარჩევნო ოლქის #7 უბანზე შედეგების შეჯამებისას ჩვენს დამკვირვებელს გარკვეული დროის განმავლობაში არ უშვებდნენ კენჭისყრის შენობაში. სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის ჩარევის შემდეგ პრობლემა აღმოიფხვრა.

#70 ფოთის საარჩევნო ოლქის #22 უბანზე ჩვენს დამკვირვებელს სავარაუდოდ არასწორად გაბათილებული ბიულეტენის ფოტოგადაღების საშუალება არ მისცეს.

საარჩევნო უბანზე მოსული ამომრჩევლის აღნუსხვა

მთელი ქვეყნის მასშტაბით ტენდენციის სახე  ჰქონდა სამოქალაქო ორგანიზაციების დამკვირვებლებისა და კომისიის წევრების მიერ საარჩევნო უბანზე მოსული ამომრჩევლების არალეგიტიმური ხერხებით აღნუსხვას.

კერძოდ, დამკვირვებლები ნაკადის მომწესრიგებლის ან რეგისტრატორის გვერდით იდგნენ, ყველა ამომრჩევლის ვინაობით ინტერესდებოდნენ და ინფორმაციას დისტანციურად გადასცემდნენ. ასეთ შემთხვევებს ადგილი ჰქონდა #19 თიანეთის და #79 ბათუმის საარჩევნო ოლქებში.

გარდა ამისა, #79 ბათუმის, #17 თელავის და  #20 რუსთავის საარჩევნო ოლქების ბევრ უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი მოსული ამომრჩევლის ვინაობას ხმამაღლა აცხადებდა, რასაც უბანზე მყოფი სხვადასხვა უფლებამოსილი პირი ინიშნავდა და აგზავნიდა.

მოსული ამომრჩევლის უბნის შიგნით აღრიცხვა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა, ვინაიდან ასეთი ქმედება ამომრჩევლის ნების კონტროლად არის აღქმული და უარყოფითად იყო შეფასებული ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ.

სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლების მიერ ჩადენილი დარღვევები

ისევე როგორც პირველი ტურის დროს, ტენდენციას წარმოადგენდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლების მიერ კანონდარღვევებში მონაწილეობა. მაგალითად:  #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის უბნებზე ტენდენციის სახე ჰქონდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების „კავშირი მწვანე დედამიწის” (მეორე ტურზე რეგისტრირებული ჰყავდა 2066 დამკვირვებელი) და „საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველოს“ (მეორე ტურზე რეგისტრირებული ჰყავდა 1590 დამკვირვებელი) რამდენიმე დამკვირვებლის ერთსა და იმავე უბანზე ერთდროულად ყოფნას, რაც კანონით არ არის დაშვებული. ჩვენი დამკვირვებლების მითითების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე ზედმეტ დამკვირვებელს უბნიდან უშვებდა.

ზუგდიდის საარჩევნო ოლქში #15 უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების თქმით, „კავშირი მწვანე დედამიწის” დამკვირვებელი თინათინ კაკაჩია აპირებდა უბანზე ფულის დარიგებას. ამ ნიადაგზე მოხდა კონფლიქტი უბნის შიგნით და გარეთ. ფიგურანტები პოლიციაში გადაიყვანეს გამოსაკითხად.

#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #2 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ (მეორე ტურზე რეგისტრირებული ჰყავდა 467 დამკვირვებელი) დამკვირვებელი დიდი ხნის განმავლობაში ნაკადის მომწესრიგებლის გვერდით იდგა, ყველა ამომრჩეველს ეკითხებოდა სახელს და გვარს და ინიშნავდა მათ ვინაობას. #58 და # 104 უბნებზე „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“ და „კავშირის მწვანე დედამიწას” დამკვირვებლები იდგნენ რეგისტრატორთან და აფიქსირებდნენ მოსულ ამომრჩეველთა ვინაობას, რომელსაც ტელეფონით გადასცემდნენ გაურკვეველ პირს.

შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენის პროცესის დაყოვნება

ფოთის, გლდანის, საბურთალოს, რუსთავის, ზუგდიდისა და ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქების უბნებზე კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცესი გაიწელა. კომისიამ მხოლოდ ოქმის ასლი შეავსო, საოლქო საარჩევნო კომისიას გაუგზავნა და ორიგინალის შევსებისგან თავს იკავებდა. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული, რომ შემაჯამებელი ოქმების შევსებამდე, მონაცემები საოლქო კომისიებისთვის ეჩვენებინათ. მსგავს პრაქტიკას არ ითვალისწინებს საარჩევნო კოდექსი და საუბნო კომისიების კომპეტენციაში არაგონივრულ ჩარევად შეიძლება მივიჩნიოთ.

ბათილი და ნამდვილი ბიულეტენების დახარისხების დროს არსებული პრობლემები

მთელი ქვეყნის მასშტაბით ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ხშირად იყო დავა ბიულეტენის გაბათილება/არგაბათილების საკითხზე. ხშირ შემთხვევაში კამათი მიმდინარეობდა ისეთი ბიულეტენების გაბათილებაზე, სადაც აშკარად იყო გამოხატული ამომრჩევლის ნება. მაგალითად, #66 ხობის საარჩევნო ოლქის #20 უბანზე და #5 ისნის საარჩევნო ოლქის #20 უბანზე რამდენიმე ბათილი და ნამდვილი ბიულეტენი არასწორად მიაკუთვნეს შესაბამისი კატეგორიის ბიულეტენებს. 

საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის მარკირების გარეშე შეშვება

კენჭისყრის დღეს ადგილი ჰქონდა მარკირების შემოწმების გარეშე ხმის მიცემის შემთხვევას. კერძოდ:  #69 ჩხოროწყუს ოლქის #15 უბანზე, 10-ზე მეტი ამომრჩეველი მარკირების შემოწმების გარეშე დაუშვეს უბანზე.

რეკომენდაციები

სამართალდამცავმა ორგანოებმა სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიძიონ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ყველა ფაქტი;

საუბნო საარჩევნო კომისიებმა კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმები რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეადგინონ, რათა არ გაჩნდეს ეჭვი, ამ პროცესში არაგონივრული ჩარევის თაობაზე;

ცესკომ უფრო ცხადი ინსტრუქცია და რეკომენდაცია მისცეს საუბნო საარჩევნო კომისიებს ბიულეტენების ბათილად ცნობის საფუძვლების თაობაზე;

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა საარჩევნო უბნებზე მოსული ამომრჩევლების აღნუსხვისა და პერსონალური მონაცემების არამართლზომიერი დამუშავებისგან თავი უნდა შეიკავონ. ასევე, კომისიის თავმჯდომარეებმა შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ ზოგიერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის და საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოყენებული მსგავსი პრაქტიკის დროულად აღმოსაფხვრელად;

საჭიროა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაციისა და სამუშაო ეთიკის შემდგომი ამაღლება, განსაკუთრებით საუბნო საარჩევნო კომისიების დონეზე”.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

სახალხო დამცველი: 2025 წელს გამოვლინდა 12 ქალის მკვლელობის და 21 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი

19:36; 8 მარტი, 2026
პოლიტიკა

“მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც ნამახვანჰესის პროექტს დააბრუნებს” – ქვრივიშვილი

16:45; 8 მარტი, 2026
პოლიტიკა

ქალთა ციხესთან სარვამარტო პროტესტი გაიმართა

16:18; 8 მარტი, 2026
პოლიტიკა

სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში სასამართლოში დაკითხვაზე თინა ხიდაშელი მივიდა

12:50; 8 მარტი, 2026
პოლიტიკა

კობახიძე: Eagle hills-ის ინვესტიციაზე იყო დიდი კამპანია, ე.წ. არაბიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩავარდა

12:25; 8 მარტი, 2026

"ერთადერთ გზად მასობრივი მშვიდობიანი პროტესტი რჩება"- აქცია პარლამენტთან

წესდება თუ არა ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვები

ყველა სიახლე

საზოგადოება

ინტენსიური თოვა და ქარბუქი გზაზე – სად დაწესდა მოძრაობაზე ნაწილობრივ შეზღუდვა

7:58; 9.03.2026
სპორტი

ოზურგეთელმა სპორტსმენებმა ღია პირველობიდან კიკბოქსინგში შინ 7 ოქროს მედალი წამოიღეს

20:14; 8.03.2026
პოლიტიკა

სახალხო დამცველი: 2025 წელს გამოვლინდა 12 ქალის მკვლელობის და 21 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი

19:36; 8.03.2026
სამართალი

შსს-ში სოფელ აღაიანში ავტოსაგზაო შემთხვევისა და შემდგომ მომხდარი ინციდენტის დეტალებს განმარტავენ

18:42; 8.03.2026
მსოფლიო

ოსლოში აშშ-ს საელჩოსთან აფეთქება მოხდა

18:12; 8.03.2026
სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ ფინალში იასპარეზებს

18:01; 8.03.2026
სამართალი

რუსთავში მამაკაცი დააკავეს

17:32; 8.03.2026
პოლიტიკა

“მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც ნამახვანჰესის პროექტს დააბრუნებს” – ქვრივიშვილი

16:45; 8.03.2026
პოლიტიკა

ქალთა ციხესთან სარვამარტო პროტესტი გაიმართა

16:18; 8.03.2026
საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტრო: სამშობლოში მოქალაქეთა უსაფრთხოდ დაბრუნება დასრულდა

15:29; 8.03.2026
მსოფლიო

ირანში ახალი უზენაესი ლიდერი აირჩიეს

15:14; 8.03.2026
პოლიტიკა

სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში სასამართლოში დაკითხვაზე თინა ხიდაშელი მივიდა

12:50; 8.03.2026
პოლიტიკა

კობახიძე: Eagle hills-ის ინვესტიციაზე იყო დიდი კამპანია, ე.წ. არაბიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩავარდა

12:25; 8.03.2026
ზაფრანი

„სარეკორდო სპექტაკლი“

11:52; 8.03.2026
ზაფრანი

„მესხი-კალოევის დუეტი“- ამბავი, რომელიც ნოდარ ახალკაცის კაბინეტში მოხდა

11:25; 8.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო