დაბა ნარუჯაში “გურია ნიუსმა“ რამდენიმე ადამიანი ჩაწერა.
ერთ-ერთმა მათგანმა გვითხრა, რომ დაბაში ყველაზე მეტად აუცილებელი შიდა გზების მოწესრიგებაა.
“ასევე, ადამიანები არიან დაუსაქმებლები. გვინდა, რაც შეიძლება ისეთი ადამიანი მოვიდეს ხელისუფლებაში, რომელიც ხალხისთვის იქნება. ჩვენთან, ტრადიციულად, არჩევნების შემდეგ ოპოზიციის და მთავრობის მხარდამჭერები კარგად ვაგრძელებთ ურთიერთობას. ერთი დაბის შვილები ვართ და ეს ასეც უნდა იყოს. ყველა ერთი კანდიდატის მხარდამჭერი ვერ ვიქნებით“, _ გვითხრა დაბა ნარუჯაში მცხოვრებმა მამაკაცმა.
[sexy_author_bio]