,,პოლიტიკაში იმიტომ ვართ, რომ ჩვენი ხედვა განვახორციელოთ და თუ ამას არ ექნება მხარდაჭერა და საფუძველი მომავალი დისკუსიისა, მაშინ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომ დამოუკიდებლად გავაგრძელოთ პოლიტიკური ცხოვრება“,_ ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა ნაცვლიშვილმა პორტალ ,,კვირას“ პრესკლუბში განაცხადა. ნაცვლიშვილის თქმით, საპარლამენტო არჩევნებში მისი ფრაქცია მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.
,,ძალიან ბევრი ინიციატივა გვექნება ახლო მომავალში, რომელიც საჯარო გახდება, ერთ-ერთი იქნება საპენსიო რეფორმის ალტერნატიული ვარიანტი, აგრეთვე საგადასახადო, ეკონომიკასთან და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ინიციატივები. პოლიტიკაში იმიტომ ვართ, რომ ჩვენი ხედვა განვახორციელოთ და თუ ამას არ ექნება მხარდაჭერა და საფუძველი მომავალი დისკუსიისა, მაშინ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომ დამოუკიდებლად გავაგრძელოთ პოლიტიკური ცხოვრება. მთავარია არჩევნებში როგორ მივიღებთ მონაწილეობას, დღესაც შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნებში ვაპირებ დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღებას“, _ განაცხადა ნაცვლიშვილმა.