ამ წუთებში, ქალაქ ოზურგეთში, სასტუმრო “სემში“ გურიაში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე მსჯელობენ.
შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წუთში კლუბ “არწივების“ დირექტორმა თენგო კალანდაძემ დამსწრეებს აცნობა, რომ მიღებული იყო გადაწყვეტილება არჩილ თალაკვაძე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სარაგბო კლუბ “არწივების“ საპატიო პრეზიდენტი გახდეს და ამის დამადასტურებელი სიგელი გადასცეს.
“მე ვიცნობ “არწივების“ შემადგენლობას და ძალიან აქტიურად არიან ჩართულები სპორტის ამ სახეობაში. დარწმუნებული ვარ “არწივები“ აუცილებლად იქნება უფრო წარმატებული კლუბი. ჩემთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო და მადლობა გიცხადებთ ნდობისთვის. ჩემს ავანსია ეს ნამდვილად, დიდად არ დამიმსახურებია, რომ კლუბის საპატიო პრეზიდენტი ვიყო“, _ თქვა არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის დროს.