პოლიტიკურმა პარტიებმა მთავარ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, კონსენსუსს მიაღწიეს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე წერს.
„მთავრ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, შეთანხმებას მივაღწიეთ. საქართველო შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება და აგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას”,- წერს არჩილ თალაკვაძე.