საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგი ოპოზიციასთან მალე გაგრძელდება.
„ჩვენ გვაქვს სამართლიანი და დაბალანსებული შეთავაზება ოპოზიციასთან, რაც გულისხმობს, როგორც სამართლიან პროპორციებს, ასევე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმას. სამწუხაროა, რომ ამ მომენტისთვის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, აშშ, ევროკაშვირი და საქართველოს ხელისუფლება არის ერთ პოზიციაზე და ყველანი მხარს ვუჭერთ დიალოგს, ხოლო ოპიზიციის ნაწილი ემიჯნება ამ დიალოგს. თუმცა, დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ შევძლებთ, დიალოგის მაგიდას დავუბრუნდეთ. იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები ამას მოითხოვს, ოპოზიციას სხვა გზა არ ექნება“ ,_ განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.