რადიკალური ოპოზიცია ამ წლების განმავლობაში პრეზიდენტს მოიხსენიებდა, როგორც არალეგიტიმურს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„შემდეგ წელს, როდესაც პარლამენტში მას ექნება ყოველწლიური მოხსენება, მთელი საზოგადოება დაინახავს, ყველას ეცოდინება პასუხი მის მიერ დღეს დასმულ კითხვაზეც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რათა საქართველოში მშვიდობა და უსაფრთხოება განუხრელად ყოფილიყო დაცული მაშინ, როდესაც უკრაინაში არის რუსეთის აგრესია. ღიმილის მომგვრელი იყო ოპოზიცია, რომელიც ტაშს უკრავდა ქალბატონი პრეზიდენტის კრიტიკულ გამოსვლას. ეს არის ის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ამ წლების განმავლობაში პრეზიდენტს მოიხსენიებდა, როგორც არალეგიტიმურს”, – აღნიშნა თალაკვაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგა.